რა გახდა ბოლო-ბოლო კანონის მიღება “ყალბი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ”?! – დავით ლილუაშვილი

„არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ჩვენი უფლებებისთვის” თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც საუბარია აშშ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე საქართველოს შესახებ.
დავით ლილუაშვილის თქმით, ქართულ ოპოზიციას დაქვემდებარებულ მედიაში წინასაარჩევნო პერიოდში დეზინფორმაციის ნიაღვარი მოედინება.

„ვინმე ინტერესდება დესტრუქციულ ოპოზიციას დაქვემდებარებული და/ან მის მიერ კონტროლირებადი მედია როგორ ინფორმაციას გადმოცემს?!

– საქართველო არის საფრთხის შემცველი ქვეყანა (რას წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს შესახებ და როგორ იქცა დემოკრატიის შუქურა კრიმინალურ ქვეყნად…);

– ხელისუფლებისთვის 19 აპრილის შეთანხმების ჩაშლას მოჰყვა თავისი პოლიტიკური ფასი (ევროპული ქვეყნების ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით ირაკლი ღარიბაშვილთან დაგეგმილ შეხვედრებს აუქმებენ…);

და ა.შ.

ქვეყნის მტრობაც არის და ქვეყნის მტრობაც, ყველაფერს აქვს საზღვარი!!!

როდის დასრულდება ეს დეზინფორმაციის ნიაღვარი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში?!

რა გახდა ბოლო-ბოლო კანონის მიღება “ყალბი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ”?!

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!“- წერს დავით ლილუაშვილი.

Back to top button